ჰელისკი კავკასიაში: საქართველო საუკეთესო ჰელისკის გთავაზობთ
საუკეთესო ჰელისკი!
გამოსცადეთ თავისუფლების ენითაღუწერელი შეგრძნება ზამთრის ყველაზე მომაჯადოვებელი აქტიური დასვენების სახეობის, ჰელისკის საშუალებით.
ჩვენ წარმოვადგენთ პირველ ტურისტულ კომპანიას კავკასიაში, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების განუხრელი დაცვით.
ევროკოპტერის (Eurocopter) საიმედო ვერტმფრენები, გამოცდილი სერტიფიცირებული გიდები და კავკასიონის უზადო ველური ბუნება უფლებას გვაძლევს სიამაყით განვაცხადოთ, რომ ჩვენ კავკასიაში საუკეთესო ჰელისკის გთავაზობთ.
განუმეორებელი მოგზაურობა
ჰელისკი ძალიან ახლოსაა! ევროპის ყველაზე შორი წერტილიდანაც კი ორ-სამსაათიანი ფრენის შედეგად თბილისის აეროპორტში მოხვდებით, საიდანაც მაქსიმუმ 2 საათში ჩვენი კომფორტული მიკროავტობუსის საშუალებით კეთილმოწყობილი სასტუმროში ჰელისკის გარემოში აღმოჩნდებით. თქვენი ოთახიდან ყველაფერი ორი ფეხის ნაბიჯზეა, ჰელიქსირის ოფისიც, სათხილამურო ბილიკებიცა და ვერტმფრენის ასაფრენი მოედნიც. ასე, რომ შეგიძლიათ დაივიწყოთ დამქანცველი მოგზაურობა და მთელი თქვენი ძალისხმევა ჰელისკისთვის შემოინახოთ.
უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოება "ჰელიქსირის" უმთავრესი საზრუნავია, ამიტომ ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას ვიღებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თითოეულ ჯგუფს, განურჩევლად სიდიდისა, თან ახლავს მინიმუმ ორი UIAGM სერტიფიცირებული გამყოლი, რომლებიც მუდმივად თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, რაც საფრთხის რისკის მინიმუმამდე ამცირებს. მოთხილამურეებისა და სნოუბორდერების, გამყოლებისა და ვერტმფრენების თანამედროვე და საიმედო აღჭურვილობა, ასვე ყველა ჯგუფის წევრის უწყვეტი თანამგაზავრული კავშირი მაშველებთან და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან, თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ამინდის პროგნოზსა და თოვლის საფარის სიღრმეს. უკლებლივ ყველა სტუმარი გადის სავალდებულო ინსტრუქტაჟს. ყოველდღიურად ტარდება ჰელიქსირის გამყოლების, მფრინავებისა და ადმინისტრაციის ერთობლივი კრება სრული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
კომფორტი
შეგიძლიათ მსუბუქად იმოგზაუროთ. ჩვენ უზრუნველგყოფთ ყველაფრით, რაც აუცილებელია ჰელისკისთვის - სპეციალური თხილამურებით, ჯოხებით, უსაფრთხოებისათვის საჭირო აღჭურვილობით. თქვენი სწრაფი, სასიამოვნო და უდარდელი ფრენების უზრუნველსაყოფად კი, ვიყენებთ ბიზნეს ავიაციაში საუკეთესოდ მიჩნეულ ვერტმფრენებს Eurocopter AS350 B3-ს.
სრიალისგან სრული სიამოვნება რომ მიიღოთ, ჩვენთან ჯგუფები, როგორც წესი, 3-8 მოთხილამურისგან შედგება. მათი ფორმირებისა და მარშუტების შერჩევისას აუცილებლად ვითვალისწინებთ მოთხილამურეების სრიალის დონეს.
თავგადასავლებითა და სიამოვნებით დატვირთული დღის შემდეგ გუდაურის საუკეთესო სასტუმროში დაისვენებთ! უამინდობის შემთხვევაში, კი შეძლებთ, ისრიალოთ გუდაურის მაღალი დონის სათხილამურო ბილიკებზე.
შეხვედრა საქართველოსთან
უდიდესი კულტურის კერა - კავკასია - ჯერ კიდევ ძველბერძნულ მითოლოგიასა და ბიბლიაშია მოხსენიებული. მრავალეროვანი და მრავალეთნიკური კულტურის მატარებელი ხალხებისა და უნიკალური თვალწამრტაცი მთიანი ლანდშაფტის შერწყმა კავკასიას დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მომნუსხველ ადგილად აქცევს. შემთხვევით არ არის, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, საქართველოს მეზობლად, კავკასიონის მთები უმასპინძლებს. საქართველოს უძველესი თვითმყოფადი კულტურა: მრავალხმოვანი ფოლკლორი, არქიტექტურული ძეგლები, მხატვრობა თუ ლიტერატურა, მსოფლიო კულტურის საგანძურია. განთქმული ქართული სამზარეულო და გულითადი სტუმართმოყვარეობა თქვენზე წარუშლელ სთაბეჭდილებას მოახდენს!
ნუ დაივიწყებთ თბილისის, საქართველოს დედაქალაქის, მონახულებას! ქვეყნის უდიდეს ქალაქი და თანამედროვე სოციალურ-კულრუტულ ცენტრი სხვადასხვა ხალხთა კულტურებისა და რელიგიების მომნუსხველი სინთეზით დაგატყვევებთ.











